ნაქსოვი ნივთები ზამთარსა და ზაფხულში

თქვენ შეგიძლიათ ქსოვა?   ჩხირებით ან ყაისნაღით?   თუ კი, ეს სტატია თქვენთვისაა, თუ არა, მითუმეტეს თქვენთვის არის.

ადრე სახლში ნაქსოვი ნივთები -  ხელსახოცები, სუფრები, საწოლების გადასაფერებლები გასაკვირი არ იყო, მაგრამ შემდეგ ასეთ ინტერიერს "ბებიების ნივთებს" უწოდებდნენ და დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო.

მაგრამ თანდათან შემოდის მოდაში ხელნაკეთი  და ხელითნაქსოვი  ნივთები. ეკოლოგიურად სუფთა ინტერიერისადმი  სწრაფვა, ხელნაკეთი  საგნები და კომფორტი - ეს ყველაფერი ხელს უწყობს ინტერიერში ნაქსოვი დეტალების მატებას. მხოლოდ ახლა ნართის ძაფი ხშირად შერწყმულია მინიმალიზმის მკაცრ ხაზებთან, ასე რომ, ის ბევრად უფრო საინტერესო და მკვეთრად გამოხატული გამოდის.

გსურთ თქვენს სახლში კომფორტი და სითბო დაამატოთ? ინებეთ ნაქსოვი აქსესუარები. თუ რომლები, წაიკითხეთ ქვემოთ.


ნაქსოვი პუფები

ნამდვილად, ეს მშვენიერია. ვუყურებ  მე მათ და გაოცებული ვარ. ის 2011 წელს ერთმა დიზაინერმა შექმნა (ზოგადად, მე შოკირებული ვარ, როგორ და რატომ არ არსებობდა აქამდე) და მას შემდეგ ნაქსოვმა პუფმა  მთელი მსოფლიო დაიპყრო. კომფორტული, მსუბუქი, ელეგანტური, რბილი, ყველა ფერისა და ზომის - ის შესანიშნავად გამოიყურება მისაღებში, ბაგა-ბაღში, საძინებელში ან ვერანდაზე. ის შესაფერისი იქნება  უმეტესი სტილისთვის. საკმაოდ კარგად გამოიყურება სხვადასხვა ფერის რამდენიმე ცალი ერთად. ის მობილურია და პუფიდან სწრაფად იქცევა მაგიდად (უბრალოდ დაადეთ ლანგარი ზემოდან).


ნაქსოვი პუფები

ნაქსოვი პუფები


ნაქსოვი საბნები

ეს არის პირდაპირ  სიმყუდროვისა და კომფორტის ერთობლიობა, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებიდან შემოვიდა ჩვენთან. საინტერესო წიგნი, ჩაი ან გლინტვეინი, ლამაზი ნაქსოვი საბანი, ფართო ფანჯრის რაფა ან კომფორტული სავარძელი - მიმზიდველი სურათია სოციალური ქსელიდან.  თუნდაც, საღამოს შეკრებისთვის ვერანდაზე ან აივანზე თბილი პლედი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საწოლზე ან უბრალოდ სილამაზისთვის მიაფარონ სავარძელზე / დივანზე.


ნაქსოვი საბნები

ნაქსოვი საბნები


ნაქსოვი ბალიშები

უფრო ზუსტად, ბალიშისპირები, დეკორატიული რა თქმა უნდა, დივანზე ან სავარძელზე ლამაზად მიწყობილი. თუ დივანზე ბევრი ბალიშია, არ გინდათ ყველა ნაქსოვი, უმჯობესია შეურიოთ სხვადასხვა ტექსტურები, აბრეშუმიდან  ნაქსოვამდე, ასე  გაცილებით ორიგინალურად გამოიყურება.


ნაქსოვი ბალიშები

ნაქსოვი ბალიშები

ნაქსოვი აბაჟურები

ყველაზე ნაკლებად გავრცელებულია, მაგრამ ძალიან კრეატიული. ამ გზით, შეგიძლიათ განაახლოთ ძველი ღამის სანათი ან იატაკის სანათი(ტორშერი), რა თქმა უნდა  თუ იცით როგორ მოქსოვოთ, თუ არ იცით და იდეა მოგეწონათ  , მოძებნეთ,  ასეთი მზა ნივთები არის გასაყიდათ.


ნაქსოვი აბაჟურები

ნაქსოვი აბაჟურები


ნაქსოვი წვრილმანები

ლამაზი ნაქსოვი დეტალები სიხარულს და მყუდროების შეგრძნებას მიანიჭებს ოთახს. რა შეიძლება იყოს ეს? შესანახი კალათები და ყუთები, ჭიქის დასადგამი და გარსაცმი ვაზებისა და ქოთნებისთვის, ხელსახოცები და დასადგამი ცხელი კერძებისთვის,  სათამაშოები და მრავალი სხვა. მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ. როგორც დასაწყისშივე დავწერე, შეურიეთ ნაქსოვი ნივთები თანამედროვე, კლასიკურ ან მკაცრ დეტალებს ისე, რომ ოთახი ბებიის სახლს არ დაემსგავსოს.  გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენს წინაშე ეს ამოცანა არ დგას.

და არ შეგეშინდეთ კრეატიული შემოქმედების. ნაქსოვი საფარი სკამის ან სავარძლისთვის - რატომაც არა? ნაქსოვი საჯდომი ტაბურეტისთვის ან ნაქსოვი ხალიჩები ასევე შეიძლება გახდეს თქვენი ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალი. ასევე შეგიძლიათ "ჩააცვათ" კომოდს ან მოქსოვოთ ჩარჩოები ფოტოებისთვის. ზოგადად, მიმიხვდით ალბათ,რომ ინტერიერის ნაქსოვი  ნივთები არ არის ძველმოდური, არამედ, პირიქით, უკიდურესად მოდურია.


ნაქსოვი წვრილმანები

ნაქსოვი წვრილმანები


Яндекс.Метрика